ძვირფასო სტუდენტებო,
პატივცემულო პროფესორ-მასწავლებლებო!
მოგვიახლოვდა ახალი 2022 წელი. ტრადიციულად ახალ წელს ვხვდებით ახალი იმედებით, ახალი ენერგიით და ახალი შემართებით.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ყველა სტუდენტს, პროფესორს, თანამშრომელს, კურსდამთავრებულს და გულშემატკივარს გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. გისურვებთ ბედნიერებას პირად ცხოვრებაში, წარმატებებს სწავლაში, შრომაში და მეცნიერებაში ჩვენი უნივერსიტეტისა და ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ!
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატი